ფეხბურთი

19:37 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა მოლდოვა დაამარცხეს

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე "განვითარების" თასზე მესამე მატჩი ჩაატარა და ამჯერად მოლდოვა დაამარცხა - 2:0.

ანგარიში ნიკა კოკაიამ შორეული დარტყმით გახსნა, რასაც მეორე ტაიმში თორნიკე მორჩილაძის გოლიც მოჰყვა.

ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვეს და დღეს გვიან, ისრაელი-ისლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე.

მოლდოვასთან ამ შემადგენლობამ ითამაშა: ხარატიშვილი, ლატარია, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბენდიანიშვილი, ერაძე, ფოცხვერია, ტორონჯაძე, გრიგალაშვილი, მამაცაშვილი, დევდარიანი.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128025