ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარასკევს ითამაშებენ დანია-საფრანგეთი და გერმანია-ნორვეგია. ბოლო ორი საგზური გუშინ დანიამ და ნორვეგიამ მოიპოვეს.
მეორე ჯგუფში ნორვეგიამ იოლად დაამარცხა უნგრეთი (25-26), მაგრამ დამოკიდებული იყო დანია-შვედეთის მატჩის შედეგზე. შვედეთს სჭირდებოდა მასპინძელთა 3 ბურთით დამარცხება და მათთან ერთად გადიოდა ნახევარფინალში, ხოლო 6 ბურთით წაგების შემთხვევაში დანია რჩებოდა ზედმეტი. შვედები კარგა ხანს იგებდნენ ორით, მაგრამ დანიამ გარდატეხა მატჩი და ამ ჩემპიონატზე ზედიზედ მერვედ მოიგო, 30-26.
დანია-შვედეთი: https://www.youtube.com/watch?v=oIr3EgEVJ1A
ორი უდრამატულესი მატჩი გაიმართა პირველ ჯგუფში, მაგრამ აქ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო - გერმანიას და საფრანგეთს, ერთმანეთში ნათამაშევი ფრის წყალობით, ერთი ტურით ადრე ჰქონდათ განაღდებული პირველი ორი ადგილი. გერმანიამ 31-30 დაამარცხა ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, ხოლო საფრანგეთი 20-23 დამარცხდა ხორვატიასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, ბრაზილიასთან წაგების გამო დარჩა ფინალური ოთხეულის მიღმა.
ხორვატია-საფრანგეთი: https://www.youtube.com/watch?v=VxBk04WVmgg
25 იანვარს ჰამბურგში გაიმართება ორი ნახევარფინალი, ჰერნინგში - თამაშები მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი მიიღებს ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს, ხოლო მე-2-7 ადგილზე გასული გუნდები გავლენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე.
ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 27 იანვარსაა ჰერნინგში. ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ნახავთ სილკ სპორტზე.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანია-დანია, 10-27 იანვარი
მეორე ჯგუფური ეტაპი, 23 იანვარი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)
1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)
გერმანია-------5---4---1---0---136-116---9
საფრანგეთი---5---3---1---1---133-122---7
ხორვატია------5---3---0---2---124-117---6
ესპანეთი-------5---2---0---3---147-136---4
ბრაზილია-----5---2---0---3---128-149---4
ისლანდია-----5---0---0---5---122-150---0
ბრაზილია - ისლანდია 32-29
ლანგარო 9, ტოლედო 8 - იონსონი 7, მაგნუსონი 6
საფრანგეთი - ხორვატია 20-23
რიშარდსონი 5 - ჰორვატი 4, მანდიჩი 4,
გერმანია - ესპანეთი 31-30
ბიომი 5 - სოლე 8, ა. დუიშებაევი, ფერნანდესი 5
1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23
19 იანვარი. საფრანგეთი - ესპანეთი 33-30, გერმანია - ისლანდია 24-19
20 იანვარი. ბრაზილია - ხორვატია 29-26, ისლანდია - საფრანგეთი 22-31
21 იანვარი. ესპანეთი - ბრაზილია 36-24, ხორვატია - გერმანია 21-22
--
2 ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
დანია-----------5---5---0---0---147-116--10
ნორვეგია-------5---4---0---1---157-135---8
შვედეთი--------5---3---0---2---148-137---6
ეგვიპტე---------5---1---1---3---132-138---3
უნგრეთი-------5---1---1---3---134-144---3
ტუნისი---------5---0---0---5---113-161---0
ტუნისი - ეგვიპტე 23-30
ბუღანმი 6 - ომარი 7, ელაჰმარი 6
ნორვეგია - უნგრეთი 35-26
იონდალი 7, მიურჰოლი 6 - ბალოგი 11
დანია - შვედეთი 30-26
ჰანსენი 6, მ. ლანდინი 5 - ტოლბრინგი 8
1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 26-30, შვდ-უნგ 33-30
19 იანვარი. ტუნისი - შვედეთი 23-35, დანია - უნგრეთი 25-22
20 იანვარი. უნგრეთი - ტუნისი 26-21, ნორვეგია - ეგვიპტე 32-28
21 იანვარი. შვედეთი - ნორვეგია 27-30, ეგვიპტე - დანია 20-26
--
ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)
20:30 დანია - საფრანგეთი
23:30 გერმანია - ნორვეგია
26 იანვარი, ჰერნინგი
მეშვიდე ადგილისთვის. 20:30 ესპანეთი - ეგვიპტე
მეხუთე ადგილისთვის. 23:30 ხორვატია - შვედეთი
ფინალი: 27 იანვარი, 20:30. ბრინჯაოს ფინალი: 17:30. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
--
კლასიფიკაცია. - 9. ბრაზილია 10. უნგრეთი 11. ისლანდია 12. ტუნისი - 13. ყატარი 14. რუსეთი 15. მაკედონია 16. ჩილე - 17. არგენტინა 18. სერბეთი 19.ავსტრია 20. ბაჰრეინი – 21. საუდის არაბეთი 22. კორეა 23. ანგოლა 24. იაპონია







