ფეხბურთი

0:47 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" არგენტინელი ფორვარდი დაიმატა (+VIDEO)

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „დინამო თბილისი“ გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო როხანო დაიმატა. დედაქალაქური გუნდის ვებგვერდის ცნობით, სამხრეთ ამერიკელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

27 წლის როხანომ „ხიმნასია ლა პლატაში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „სან კარლოსის“, „სპორტივო იტალიანოს“, ბოლივიური „რეალ პოტოსისა“ და შოტლანდიური „ჰამილტონის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი კი ესპანურ „ბურგოსში“ გაატარა.

საუკეთესო სეზონი ბოლივიაში 2016-2017 წლებში ჰქონდა, როდესაც 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი შოტლანდიურ პრემიერშიფში „ჰამილტონის“ მაისურით 26 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ, "დინამო" დღეს 25 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპავა და ალჟირელი მცველი აბდელ-ჯალილ მეჯუბი გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118427