სხვა

12:45 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება სრული სვლით მიდის

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტული ობიექტების აგება-მზადება გრაფიკს უსწრებს. პეკინის ოლიმპიური პარკის ჩრდილოეთით და სამთო რაიონ იანცინში სამშენებლო მოედნებზე მუშაობა სრული სვლით მიდინარეობს. აქ გაიმართება შეჯიბრებები ციგურებით რბენასა და სათხილამურო სპორტში.

პეკინში 4 ძირითადი სპორტული მოედნის მოწყობა, მათ შორის შუგანის ინდუსტრიულ პარკში, წლის ბოლოს დასრულდება. ასევე მიმდინარეობს 2008 წლის ზაფხულის თამაშებისთვის აგებული 8 ობიექტის რეკონსტრუქცია. მათ დასრულებას 2021 წლის დასაწყისში ელიან.

პროფილს შეიცვლის პეკინი-2008 წლის თამაშებზე „წყლის კუბის" სახელით ცნობილი მოცურავეთა არენა, რომელიც 2022 წლის თამაშებისთვის „ყინულის კუბად" გარდაიქმნება და კერლინგს უმასპინძლებას. ასევე ჰოკეისტთა არენად შეიცვლება ტანმოვარჯიშეთა National Indoor Stadium-ი,

გარდა ამისა, სნოუბორდის, ფრისტაილის, ტრამპლინიდან ხტომის, მოთხილამურეთა და ბიატლონისტთა 8 მოედნის მშენებლობა, გეგმის თანახმად, წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091883