ფეხბურთი

1:21 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალას სამძებრო ოპერაცია შეჩერებულია

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელ ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია. ამის მიზეზი სიბნელე გახდა. როგორც გერნსის პოლიციაში აცხადებენ, ძებნას დილით ისევ განაახლებენ.

„მზის ჩასვლამდე ძებნა მიმდინარეობდა, მაგრამ სამაშველო ოპერაცია შეჩერდა და დილით განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, 15-საათიანი ძებნის შემდეგ, რომელშიც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ტექნიკა მონაწილეობდა, წყალში რამდენიმე მცურავი ობიექტი იქნა აღმოჩენილი, მაგრამ დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები არ აღმოჩნდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ თუ თვითმფრინავი წყალში ჩავარდა, ადამიანთა ცოცხლად გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ნანტიდან კარდიფში მცირე ზომის თვითმფრინავით ემილიანო სალა და პილოტი მიფრინავდნენ, რომელიც რადარებიდან გაქრა. სალა „ნანტიდან“ „კარდიფში“ 2 დღის წინ გადავიდა და უელსურ გუნდში გუშინ პირველად უნდა ევარჯიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117092