ჩოგბურთი

19:42 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ნადალი ციციპასს დაუპირისპირდება

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი შეხვდებიან.

¼-ფინალში ციციპასმა რობერტო ბაუტისტა-აგუტი 7:5, 4:6, 6:4, 7:6 დაამარცხა და 2007 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთლი, რომელმაც დიდი სლემის ნახევარფინალში გააღწია. 2007 წელს ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.

რაფაელ ნადალმა ფრენსის ტიაფოეს მარტივად 6:3, 6:4, 6:2 მოუგო. რაფამ 8-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ტიაფოემ 2-დან ვერც ერთიც ვერ გამოიყენა. ნადალი მეოთხე ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ნახევარფინალში ოცდამეათედ გავიდა. კონორსი (31), ჯოკოვიჩი (33), ფედერერი (43)

ნადალი ციციპასს ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს ამარცხებს. შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.

0.116582