სხვა

13:10 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია და საფრანგეთი ნახევარფინალში არიან  

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია: გერმანია და საფრანგეთი. მათი მეტოქეები გამოვლინდება 23 იანვარს, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს. პრეტენდენტები არიან: დანია, ნორვეგია და შვედეთი. გუშინ გერმანიამ უმძიმეს თამაშში 22-21 დაამარცხა ხორვატია, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

პირველ ჯგუფში გერმანია და საფრანგეთი 7-7 ქულით მდევრებისგან მიუწვდომლები არიან. გერმანია-ხორვატიის მატჩის ნებისმიერი სხვა შედეგი, ფრე ან ხორვატიის მოგება სიტუაციას უკიდურესად დაძაბავდა - ბოლო დღეს ბრძოლაში დარჩებოდნენ ხორვატია და ესპანეთიც, რომელმაც იოლად მოუგო ბრაზილიას, 23-24.

გერმანია-ხორვატია: https://www.youtube.com/watch?v=92wW_xPvd_c

გერმანია 46-ე წუთზე, ფაბიან ვიდეს გოლის შემდეგ დამაჯერებლად იგებდა, 18-15, მაგრამ მომდევნო ბურთი მხოლოდ 10 წუთის შემდეგ გაიტანა, იქამდე კი შტრკელკმა, შიპიჩმა და ვრანკოვიჩმა ხორვატია დააწინაურეს 19-18. ვიდემ გაათანაბრა, მაგრამ როდესაც შიპიჩმა კიდევ ერთხელ გაიტანა, ხორვატია წინ იყო და რჩებოდა 4 წუთი. ფეტმა ბოლოჯერ აღადგინა საყაიმო ანგარიში (20-20), შემდეგ კი მეკარე ვოლფმა გარღვევაში გაუშვა პეკელერი: 21-20 და რჩება ორ წუთზე ნაკლები. კულმინაცია ასეთი იყო - ხორვატებმა მარცხენა ფრთაზე ჩაუთამაშეს ბურთი კარაჩიჩს, ის და ვიდე ერთმანეთს შეეჯახნენ, მსაჯებმა კი ჩათვალეს, რომ გერმანელმა პოზიციის დაკავება მოასწრო და ხორვატისთვის ხელი არ შეუშლია. შემდეგ შეტევაში გენსჰაიმერმა კუთხიდან შეაგდო (22-20) და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, ზლატკო ჰორვატის ბოლო გოლის მიუხედავად. ხორვატია ზედიზედ 5 მოგების შემდეგ ორჯერ დამარცხდა და მაქსიმუმ მეხუთე ადგილის დაკავების შანსი დარჩა.

ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო დანიამ (ეგვიპტესთან, 26-20) და მეორე ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო დღეს ელოდება. თუ დანია შვედეთთან წააგებს ბოლო ტურში, მაშინ შეიძლება ამ ორმა გუნდმა და ნორვეგიამ 8-8 ქულა დააგროვონ და ყველაფერი ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტოს. დანიას დამარცხებული ჰყავს ნორვეგია (30-26), ხოლო ნორვეგიამ გუშინ 30-27 მოუგო შვედებს.

ნორვეგია-შვედეთი: https://www.youtube.com/watch?v=_KoWt6V-Fig

ნორვეგიას აუცილებლად სჭირდებოდა მოგება და 36-ე წუთზე შვიდი ბურთით ლიდერობდა, 22-15. შვედებს ტრავმირებული ძირითადი გამთამაშებელი გოტფრიდსონი და უჭირდათ, მაგრამ ნახევარფინალის შანსის დასატოვებლად სხვაობა აუცილებლად უნდა შეემცირებინათ. ვეტერანმა კიმ ანდერსონმა 58-ე წუთზე 27-29 გახადა, მაგრამ მაგნუს იონდალმა მაინც გაიტანა თავისი მე-11 გოლი ამ მატჩში. ნორვეგიამ 30-27 მოიგო, ბოლო ტურში უნგრეთს ხვდება და შვედებზე ბევრად მეტი შანსი აქვს ნახევარფინალში გასასვლელად.

23 იანვარს მეორე ჯგუფური რაუნდის ბოლო დღეა. თამაშების დასაწყისი 18:30, 21:00, 23:30. ხუთი წუთით ადრე დაიწყება პირდაპირი რეპორტაჟები სილკ სპორტის არხებზე. 25 იანვარს ჰამბურგში გაიმართება 2 ნახევარფინალი და მატჩები მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის 27 იანვარსაა ჰერნინგში.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანია-დანია, 10-27 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი, 22 იანვარი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)

გერმანია-------4---3---1---0---105-86--7

საფრანგეთი---4---3---1---0---113-99--7

ესპანეთი-------4---2---0---2--117-105--4

ხორვატია------4---2---0---2---101-97--4

ბრაზილია-----4---1---0---3---96-120--2

ისლანდია-----4---0---0---4---93-118--0

ესპანეთი - ბრაზილია 36-24

არინო, სოლე 6, კანელასი 5 - ლანგარო, ნანტესი 4

ხორვატია - გერმანია 21-22

კარაჩიჩი, შტრლეკი 4 - ვიდე 6, გენსჰაიმერი 4

23 იან. 18:30 ბრაზილია - ისლანდია 21:00 საფრანგეთი - ხორვატია, 23:30 გერმანია - ესპანეთი

1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23

19 იანვარი. საფრანგეთი - ესპანეთი 33-30, გერმანია - ისლანდია 24-19

20 იანვარი. ბრაზილია - ხორვატია 29-26, ისლანდია - საფრანგეთი 22-31

--

2 ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია-----------4---4---0---0---117-90---8

შვედეთი-------4---3---0---1---122-107--6

ნორვეგია-------4---3---0---1---122-109--6

უნგრეთი-------4---1---1---2---108-109--3

ეგვიპტე---------4---0---1---3---102-115--1

ტუნისი---------4---0---0---4----90-131---0

შვედეთი - ნორვეგია 27-30

ა. ნილსონი, ვანე 5 - იონდალი 11, საგოსენი 7

ეგვიპტე - დანია 20-26

ზეინელაბედინი 6 - ზახარიასენი, ჰანსენი 5

23 იან. 18:30 ტუნისი - ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია - უნგრეთი, 23:30 დანია - შვედეთი

1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 26-30, შვდ-უნგ 33-30

19 იანვარი. ტუნისი - შვედეთი 23-35, დანია - უნგრეთი 25-22

20 იანვარი. უნგრეთი - ტუნისი 26-21, ნორვეგია - ეგვიპტე 32-28

--

ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)

ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090554