ფეხბურთი

10:50 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „დიბალა დიდი ფეხბურთელი გახდება“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში, „კიევოსთან“ გამარჯვების შემდეგ (3:0), თავისი ფეხბურთელების გარჯა შეაფასა.

„შესაძლოა, ეპიზოდებში უყურადღებოდ ვითამაშეთ, მაგრამ, ჯამში შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა.

ერთი სიამოვნებაა დიბალას თამაშის ცქერა. მართალია, ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძალიან სასარგებლოდ მოქმედებდა. დარწმუნებული ვარ, მალე ის დიდი ფეხბურთელი გახდება.

ხედირამ მუხლი დაიზიანა და რამდენად სერიოზულია ტრავმა, უახლოეს ხანში გავარკვევთ. ჯანმა კარგად ითამაშა, თუმცა ბურთის უფრო სწრაფად გათამაშება მართებს.“ - უთხრა ალეგრიმ Sky Sport Italia-ს.

„კიევოსთან“ შეხვედრაში დიბალა ორი საგოლე პასით გამოირჩა. სულ კი, მიმდინარე სეზონში, 18 მატჩში ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110134