ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიამ პირველი დამრცხება აგემა ხორვატიას 29-26, საფრანგეთმა მოუგო ისლანდიას 31-22. მეორე ჯგუფში ნორვეგიამ აჯობა ეგვიპტეს 32-28, ხოლო უნგრეთმა - ტუნისს, 26-21. დღეს მომდევნო 4 მატჩია.
ბრაზილია-ხორვატია: https://www.youtube.com/watch?v=ZdUqRtL5-ak
ბრაზილია მთელი თამაში წინ იყო, ხორვატიამ კი ერთადერთხელ, დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაძაბა სიტუაცია (25-26), მაგრამ ტოლედომ და სანტოსმა მყისვე გაიტანეს ორი გოლი, ხოლო მარცხენა შუამარბ ანიელ ლანგაროს ჯამში 9 გოლი დაუგროვდა. ბრაზილიამ ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსი გაიჩინა, მაგრამ ამ ჯგუფში ყველაფერი დღესვე შეიძლება დასრულდეს - თუ გერმანიამ ხორვატიას მოუგო, მაშინ ფრანგები და გერმანელები 7-7 ქულა დააგროვებენ და ხორვატიის, ესპანეთისა და ბრაზილიისთვის მიუწვდომელები გახდებიან.
ანალოგიური სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფშიც: თუ პირველ მატჩში შვედეთი ნორვეგიას მოუგებს, მაშინ, ყველა დარჩენილი თამაშის შედეგის მიუხედავად, დანია და შვედეთი გადიან ნახევარფინალში.
ნორვეგიას გუშინ კრიტიკული მომენტები ჰქონდა ეგვიპტესთან. აფრიკელები 3-0 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ორჯერ შეამცირეს სხვაობა ერთამდე. ბოლოს ეს გააკეთა ელაჰმარმა 47-ე წუთზე, ამის შემდეგაც ბრძოლა იყო ნორვეგიელებს მხოლოდ თამაშის ბოლოში გაუნაღდეს მოგება სანდერ საგოსენმა და მაგნუს როდმა - 32-28.
სანუგეშო ჯილდო, პრეზიდენტის თასი მოიპოვა ყატარის ნაკრებმა, რომელმაც მე-13 ადგილისთვის მატჩში დაამარცხა რუსეთი, 34-28.
დღეს თამაშები 21:00 და 23:30 იწყება და პირდაპირ გადაიცემა სილკ სპორტის არხებით. ხვალ ჩემპიონატზე შესვენებაა, 23 იანვარს კი მეორე ჯგუფური რაუნდის ბოლო დღე.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანია-დანია, 10-27 იანვარი
მეორე ჯგუფური ეტაპი, 20 იანვარი
1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)
საფრანგეთი---4---3---1---0--113-99--7
გერმანია-------3---2---1---0---83-65--5
ხორვატია------3---2---0---1---80-75--4
ესპანეთი-------3---1---0---2---81-81--2
ბრაზილია-----3---1---0---2---72-84--2
ისლანდია-----4---0---0---4--93-118--0
ბრაზილია - ხორვატია 29-26
ლანგარო 9, ბორჟესი 5 - დუვნიაკი 6, სტეპანჩიჩი 5, ჰორვატი 5
ისლანდია - საფრანგეთი 22-31
იონსონი 5 - პორტი, რიშარდსონი 5, ჟერარი 14/32
21 იან. 21:00 ესპანეთი - ბრაზილია (სილკ-3), 23:30 ხორვატია - გერმანია (სილკ-უნივერსალი)
23 იან. 18:30 ბრაზილია - ისლანდია 21:00 საფრანგეთი - ხორვატია, 23:30 გერმანია - ესპანეთი
1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23
19 იანვარი. საფრანგეთი - ესპანეთი 33-30, გერმანია - ისლანდია 24-19
--
2 ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
დანია-----------3---3---0---0---91-70---6
შვედეთი-------3---3---0---0---95-77---6
ნორვეგია-------3---2---0---1---92-82---4
უნგრეთი-------4---1---1---2--108-109--3
ეგვიპტე---------3---0---1---2---82-89---1
ტუნისი---------4---0---0---4---90-131--0
უნგრეთი - ტუნისი 26-21
ბალოგი 9, ლეკაი 7, სეკეი 13/34 - სანაი, ბუღანმი 5
ნორვეგია - ეგვიპტე 32-28
საგოსენი, როდი 10 - ელაჰმარი, სანადი 4
21 იან. 21:00 შვედეთი - ნორვეგია (სილკ-2), 23:30 ეგვიპტე - დანია (სილკ-2)
23 იან. 18:30 ტუნისი - ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია - უნგრეთი, 23:30 დანია - შვედეთი
1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 30-26, შვდ-უნგ 33-30
19 იანვარი. ტუნისი - შვედეთი 23-35, დანია - უნგრეთი 25-22
--
ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)
ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
--
13-24 ადგილები, პრეზიდენტის თასი. 20 იანვარი, ფინალები
კოპენჰაგენი. 23/24. იაპონია - ანგოლა 29-32, 21/22. კორეა - საუდის არაბეთი 26-27
კოპენჰაგენი. 19/20. ბაჰრეინი - ავსტრია 27-29, 17/18. სერბეთი - არგენტინა 28-30
კიოლნი. 15/16. მაკედონია - ჩილე 32-30, 13/14. რუსეთი - ყატარი 28-34
კლასიფიკაცია. 13. ყატარი 14. რუსეთი 15. მაკედონია 16. ჩილე - 17. არგენტინა 18. სერბეთი 19.ავსტრია 20. ბაჰრეინი – 21. საუდის არაბეთი 22. კორეა 23. ანგოლა 24. იაპონია







