ფეხბურთი

20:15 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შუსტერი: „არ გამიკვირდება,ზაფხულში ლიოვი „რეალში“ რომ ვიხილო“

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, მადრიდის „რეალის“ 80-იანი წლების ვარსკვლავმა, ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ მომავალ სეზონში გერმნიის ნაკრების თავაკაცს, იოაჰიმ ლიოვს „რეალის“ დამრიგებლად იხილავს.

„კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ვესაუბრე და როცა ლიოვის გვარი ვახსენე, ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ კი დაფიქრდა. გერმანელებს „რეალში“ პატივს სცემენ. არა-ერთ გერმანელს გამოუჩენია თავი „სამეფო კლუბში.“ ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ ზაფხულში პერესი ლიოვის გადაბირებას შეეცდება.“ - უთხრა შუსტერმა Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ ლიოვს გერმნიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. „რეალს“ კი არგენტინელი სანტიაგო სოლარი წვრთნის.

20 ტურის შემდეგ, პრიმერას ცხრილში, „რეალი“ 36 ქულით მესამე ადგილზეა.

0.112423