ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო მეორე ჯგუფური ეტაპი. 19 იანვრის მთავარ მატჩში მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა 33-30 დაამარცხა ევროპის ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, ესპანეთი.
საფრანგეთი-ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=GkWsiwK75F8
ხორვატიასთან წაგების შემდეგ ესპანელებმა დაიმატეს ვეტერანი მეკარე არპად შტერბიკი, რომელმაც 11 ბურთი მოიგერია, მაგრამ გუნდი მაინც უიმედოდ დამარცხდა ისე, რომ მატჩის მსვლელობისას ერთადერთხელ გაათანაბრა ანგარიში: ფრანგები 25-ე წუთისთვის 17-12 იგებდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში ფერან სოლემ თანაფარდობა აღადგინა (18-18), მაგრამ აქ ესპანელებმა ზედიზედ გაუშვეს 4 ბურთი და საბოლოოდ ჩამორჩნენ. ორი დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაშიც ესპანეთს მხოლოდ თეორიული შანსი აქვს ნახევარფინალში გასასვლელად.
გერმანიამ 24-19 მოუგო ისლანდიას და საფრანგეთს დაეწია, თუმცა ხორვატია გუშინ ისვენებდა და თუ დღეს ბრაზილია დაამარცხა, ჯგუფის ლიდერობას დაიბრუნებს. დღესვე თამაშობენ ისლანდია-საფრანგეთი.
ისლანდიამ ოფიციალურად დაკარგა ნახევარფინალის შანსი, მაგრამ აგრძელებს ბრძოლას ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოსახვედრად. ამ შანსს მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2-7 ადგილზე გასული გუნდები. შესაბამისად, მეორე ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასვლა არსებითია.
მეორე ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ დანიას და შვედეთს. დანიამ 25-22 მოუგო უნგრეთს, ხოლო შვედებმა 35-23 გაანადგურეს ტუნისი. ნორვეგია გუშინ არ თამაშობდა, მაგრამ დღეს ეგვიპტის დამარცხების შემთხვევაში 4 ქულას დააგროვებს და ნახევარფინალში გასასვლელად შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს შვედეთ-ნორვეგიის მატჩი 21 იანვარს. დღესვე თამაშობენ უნგრეთი და ტუნისი.
თამაშები 21:00 და 23:30 იწყება და პირდაპირ გადაიცემა სილკ სპორტის არხებით. ნახევარფინალისტების ვინაობა 23 იანვარს გაირკვევა.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანია-დანია, 10-27 იანვარი
მეორე ჯგუფური ეტაპი, 19 იანვარი
1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)
გერმანია-------3---2---1---0---83-65--5
საფრანგეთი---3---2---1---0---82-77--5
ხორვატია------2---2---0---0---54-46--4
ესპანეთი-------3---1---0---2---81-81--2
ბრაზილია-----2---0---0---2---43-58--0
ისლანდია-----3---0---0---3---71-87—0
საფრანგეთი - ესპანეთი 33-30
ფაბრეგასი, მემი 6 - სოლე 11, ენტრერიოსი 5
გერმანია - ისლანდია 24-19
ფეტი 6, გენსჰაიმერი 5, დრუქსი 4 - გუნარსონი 6
20 იან. 21:00 ბრაზილია - ხორვატია (სილკ-3), 23:30 ისლანდია - საფრანგეთი (სილკ-1)
21 იან. 21:00 ესპანეთი - ბრაზილია, 23:30 ხორვატია - გერმანია
23 იან. 18:30 ბრაზილია - ისლანდია 21:00 საფრანგეთი - ხორვატია, 23:30 გერმანია - ესპანეთი
1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23
--
2 ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
დანია-----------3---3---0---0---91-70---6
შვედეთი-------3---3---0---0---95-77---6
ნორვეგია-------2---1---0---1---60-54---2
ეგვიპტე---------2---0---1---1---54-57---1
უნგრეთი-------3---0---1---2---82-88---1
ტუნისი---------3---0---0---3---69-105--0
ტუნისი - შვედეთი 23-35
სანაი 6 - ა. ნილსონი, ეკბერგი 7, აპელგრენი 15/28
დანია - უნგრეთი 25-22
ჰანსენი 7, ლაუგე, ზახარიასენი 4, გრენი 12/28 - სიტა 5, იუჰასი 4
20 იან. 21:00 უნგრეთი - ტუნისი, 23:30 ნორვეგია - ეგვიპტე (სილკ-3)
21 იან. 21:00 შვედეთი - ნორვეგია, 23:30 ეგვიპტე - დანია
23 იან. 18:30 ტუნისი - ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია - უნგრეთი, 23:30 დანია - შვედეთი
1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 30-26, შვდ-უნგ 33-30
--
ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)
ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
--
13-24 ადგილები, პრეზიდენტის თასი. 19 იანვარი, ნახევარფინალები
21-24 ადგილები. კოპენჰაგენი. კორეა - იაპონია 27-25, საუდის არაბეთი - ანგოლა 34-29
17-20 ადგილები. კოპენჰაგენი. სერბეთი - ბაჰრეინი 32-27, ავსტრია - არგენტინა 22-24
13-16. ადგილები. კიოლნი. რუსეთი - მაკედონია 30-28, ჩილე - ყატარი 27-37
20 იანვარი, ფინალები
კოპენჰაგენი. 23/24. იაპონია - ანგოლა, 21/22. კორეა - საუდის არაბეთი
კოპენჰაგენი. 21/22. ბაჰრეინი - ავსტრია, 19/20. სერბეთი - არგენტინა
კიოლნი. 15/16. მაკედონია - ჩილე, 13/14. რუსეთი - ყატარი







