ფეხბურთი

1:49 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „სევილიას“ ადგილი გაუცვალა

ტურის მთავარ მატჩში, „რეალი“ „სევილიას“ მასპინძლობდა. პირველ წრეში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (0:3), წესით „რეალს“ მოწინააღმდეგე უნდა „შეეჭამა,“ მაგრამ შემადგენლობების გაცნობისას ცხადი გახდა, რომ საქმე მთლად ასე არ იქნებოდა. თადარიგში დარჩნენ მარსელო და ისკო, ბეილი და კროოსი დაშავებულები არიან. გამოდის, „სამეფო კლუბის“ მთავარი იმედები ბენზემა, მოდრიჩი და 18 წლის ვინისიუსი იყვნენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ, წარომუდგენელი იყო „რეალი“ მარსელოს გარეშე, მაგრამ უკვე მეორე შეხვედრაა, მარცხენა მცველი თადარიგში რჩება. მიზეზი - ჭარბი წონა გახლავთ. თავად ფეხბურთელიც აღიარებს, რომ ცუდ ფორმაშია. მის ფრთაზე ამჟამად 22 წლის რეგილონი ირჯება.

სამაგიეროდ, ჩინებულად ითამაშა მეორე ბრაზილიელმა, ჭაბუკმა ვინისიუსმა. ფაქტობრივად, ის იყო მადრიდელთაგან ნათელი წერტილი. მაგრამ ეს პირველ 15-20 წუთში. მერე კი სევილიელებმა თამაში გამოასწორეს.

მეორე ტაიმშიც, კაზემიროს შორიდან ცხრიანში გატანილ ლამაზ გოლს თუ არ ჩავთვლით, დასამახსოვრებელი მომენტები ბევრი არ ყოფილა. ბრძოლა, ჯარიმები და სისხლიანი მოდრიჩი. და ისევ ვინისიუსი, ეს ყმაწვილი მართლაც გამორჩეული გახლდათ.

წამატებულ წუთებზე მოდრიჩმა მეორეც გაიტანა და რევანში შედგა. აი, თამაშის ხარისხი კი...

მადრიდელთა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ შემდეგ მოდრიჩზე თქვა: „ლუკამ კარგად ითამაშა. შესვენებაზე მას თვალის ქვეშ რამდენიმე ნაკერი დაადეს, მაგრამ მაინც გავიდა მინდორზე და გოლიც გაიტანა. ის ნამდვილი მებრძოლია.“

ამ გამარჯვებვის შემდეგ, „რეალმა“ „სევილიას“ ცხრილში ადგილი გაუცვალა, თავად მესამე საფეხურზე დადგა, ანდალუზიელები კო მეოთხეზე ჩაჩოჩდნენ.

ლიდერი „ბარსელონას“ უშუალო მდევარმა, „ატლეტიკომ“ სტუმრად „უესკა“ გაანადგურა (0:3) და 41 ქულით ისევ მეორე ადგილზეა. „უესკა“ კი - ბოლოზე. თუმცა თავიდან აშკარა აუტსაიდერმა ბრჭყალები გამოაჩინა, მედგრად შეუტია დიეგო სიმეონეს სამწყსოს და რომ არა, ხიმენესისა და ობლაკის სიყოჩაღე, არავინ იცის რა მოხდებოდა. მაგრამ ეს თავიდან იყო, მერე ოსტატობამ თავისი გაიტანა და „ატლეტიკომ“ დამსახურებულად გაიმარჯვა.

მადრიდელთაგან მესამე გოლის ავტორმა, კოკემ, „ატლეტიკოს“ მაისურით მე-400 მატჩი ითამაშა და შემდეგ თქვა: იმედია, წინ კიდევ ერთი ამდენი მელისო.

ესპანეთი

პრიმერა. მე-20 ტური. 19 იანვარი

რეალი - სევილია 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 68 232

1:0 კაზემირო (78), 2:0 მოდრიჩი (90+2)

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, რეგილონი, კაზემირო, მოდრიჩი, სებალიოსი (ვალვერდე 88), ვასკესი (ისკო 77), ვინისიუსი, ბენზემა

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

სევილია: ვაცლიკი, კარისუ, კაიერი, გომესი, ნავასი, ბანეგა, ესკუდერო (ხილი 86), სარაბია, ფრანკო ვასკესი, ბენ-იედერი (პრომესი 71), ანდრე სილვა (ელ-ჰადადი 75)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: კაზემირო (61), სებალიოსი (65); კარისუ (30), ბანეგა (54), კაიერი (85)

უესკა - ატლეტიკო 0:3

უესკა. „ელ ალკორასი.“ 7 106

0:1 ერნანდესი (31), 0:2 არიასი (52), 0:3 კოკე (71)

უესკა: სანტამარია, პულიდო, ეხეიტა, ინსუა, მირამონი, ფერეირო, მუსტო (ერერა 70), რივერა (ავილა 53), გომესი, კალიეხო, კუჩო (გალიარი 61)

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ატლეტიკო: ობლაკი, ერნანდესი, გოდინი, ხიმენესი, არიასი, კოკე (მოლიეხო 72), როდრი (მონტერო 86), ლემარი (მუნიოსი 89), კორეა, ტომასი, გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ეხეიტა (24), კალიეხო (68); ხიმენსეი (62), კორეა (64)

სელტა - ვალენსია 1:2

1:0 არაუხო (40), 1:1 ტოტრესი (71), 1:2 როდრიგო (84)

18 იანვარი

ხეტაფე - ალავესი 4:0

1:0 ხაიმე მატა (33, პენ), 2:0, 3:0 მოლინა (46, 55), 4:0 ხაიმე მატა (88)

0.116189