ჭადრაკი

0:37 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტურუას მე-3 ადგილი ერევანში

ვეტერანი ქართველი მოჭადრაკე ზურაბ სტურუა (2533) სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სტურუამ 9 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და მასპინძელ არტურ დავთიანთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მესამე იყო.
ტურნირის ჩემპიონი რუსი კლემენტი სიჩევი (2537) გახდა 6.5 ქულით, კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკე ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2479) კი 3.5 ქულით ათ მონაწილე შორის მე-8 შედეგი დააფიქსირა.

Loading...
0.148962