ჩოგბურთი

0:17 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცვლიშვილი წინ მიიწევს

16 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნინო ნაცვლიშვილი წარმატებულად ირჯება არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე იუნიორთა ტურნირზე.

ნაცვლიშვილი შეჯიბრში ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც მე-2 ნომრად იყო განთესილი. ნინომ ინდოელი სონიკა კოტაი 6:0, 6:0 გაანადგურა, გადამწყვეტ რაუნდში კი ჰოლანდიელ შარლოტ ვიიკამპს 6:4, 6:3 სძლია და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.
ქართველი ჩოგბურთელი მთავარ ტურნირშიც კარგად ირჯება და უკვე 2 გამარჯვება იზეიმა. ნაცვლიშვილმა გზიდან რუსი დიანა ლუკიანოვა (4:6, 6:3, 6:2) და აზერბაიჯანელი უმაირა ჰაშიმოვა (6:1, 2:6, 6:1) ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი ბელარუს ალიონა ფალეის შეერკინება.
წყვილთა ტურნირში ნაცვლიშვილი და თამარ გაგოშიძე მე-2 ნომრად განთესილ შვეიცარიულ-რუსულ დუეტს (ლეა მაგუნი-ანასტასია რაკიტა) გაეჯიბრნენ და 1:6, 1:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116947