კალათბურთი

13:35 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი ორ ქულას დასჯერდა

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) მორიგი მატჩი ჩაატარა და “პროვიდენსთან” 63:72 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18 წუთში 2 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლს” საკონფერენციო მატჩებში თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) გაუხდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 იანვარს “დე პოლთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116905