კალათბურთი

3:38 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 13 ქულა და გამარჯვება ევროთასზე

ევროთასის G ჯგუფის მესამე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“, რომელმაც საკუთარ დარბაზში ფრანგული „ლიმოჟი“ 79:72 დაამარცხა.

ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და გამარჯვების მოპოვებაც არ გასჭირვებიათ. საგულისხმოა, რომ ამ მოგებაში ქართველმა ცენტრმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17:24 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გიორგიმ 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაუფარეს.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ადამ ვაშინსკის ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ დაგროვილი ქულებითაც გიორგი მხოლოდ ვაშინსკის უკან აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

„უნიკახას“ სამი ტურის შემდეგ 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 23 იანვარს, ისევ „ლიმოჟთან“, ოღონდ სტუმრად გამართავს.

Loading...
0.109192