ფეხბურთი

0:47 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათელაძე "ანჟიში" ვერ ითამაშებს

ნიკოლოზ ქუთათელაძე მახაჩყალის „ანჟიში“ ვერ ითამაშებს. რუსული მედიის ცნობით, „ანჟის“ ფინანსური პრობლემები აქვს და ახალ ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს.

აღნიშნული სანქცია რუსეთის საფეხბურთო კავშირმა „ანჟის“ ხელფასების დავალიანების გამო დააკისრა. შედეგად, 17 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2 თვეა ამ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ერთ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, „ანჟიში“ ვეღარ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ქუთათელაძე „ანჟიმდე“ პსჟ-ს, „ლილისა“ და პრაღის „სპარტას“ აკადემიაში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118382