ჭადრაკი

0:03 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა სამეულში იმყოფება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე, სადაც საქართველოს ღირსებას ზურაბ სტურუა (2533) და ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2479) იცავენ, მე-7 ტურის პარტიები მიილია.

აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში ქართველი მოჭადრაკეები ერთმანეთს გაეჯიბრნენ და ყაიმი დააფიქსირეს. შედეგად, სტურუა 4.0 ქულით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა, პეტრიაშვილი კი 2.5 ქულით მერვეა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში სტურუა თეთრი ფიგურებით სომეხ არმენ ბარსეგიანს (2380) ეთამაშება, ხოლო პეტრიაშვილი ასევე თეთრებით ერთპიროვნულ ლიდერ კლემენტი სიჩევს (რუსეთი, 2537, 5.5 ქულა) გაეჯიბრება.

Loading...
0.115838