სხვა

12:45 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეორე მარცხი

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე 2019 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-2 დღის შეხვედრები მიილია. ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ნიშიკიგის გაეჯიბრა და უვატენაგეთი დამარცხდა.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის კომუსუბი მიოგირიუ იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 12:7-ს ამარცხებს. იმედია, გორგაძე, რომელიც ტრავმით ირჯება, პირველ გამარჯვებას იზეიმებს.

საინტერესოა, რომ დღეს წააგეს იოკოძუნებმა კაკურიუმ და კისენოსატომ და ოძეკი გოეიდომაც.
ჰაცუ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოს მცირე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ახლა, სეკიტორის წოდების შენარჩუნებისთვის იბრძვის.
გაგამარუმ იანვრის სუპერტურნირის სასტარტო დღეს გამარჯვება იზეიმა, დღეს კი, ჯურიოს მე-12 ნომერ ჩინელ სოკოკურაისთან დამარცხდა. მეტოქემ ჩვენებური, რომელიც ტოკიოში მე-14 განთესვით ირჯება, ჰატაკიკომით დასცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1143