თამაშგარე

10:15 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემი ანჯელინა ჯოლის ეტრფის?

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელთ გვაქვს 2019 წლის პირველი მსოფლიო ბულვარული სკანდალი. ჟურნალმა “სტარ“-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მავანი “ყვითელი მოკალმე“ იუწყება, რომ ვეტერანი ინგლისელი მობურთალი, დევიდ ბექჰემი და ლეგენდარული მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს ეტრფიან.

ჟურნალისტს ასე შორს წასული ეჭვების მიზეზს ამერიკაში გამართული მადლიერების დღის დიდ საქველმოქმედო ვახშამზე, ანჯელინასა და დევიდის ერთად ჯდომა და კურკური აძლევს, რაც ქმართან უკვე დაშორებული ანჯელინასგან არა, მაგრამ კაპარჩხანა ცოლის პატრონ დევიდისგან კი ნამდვილად უცნაური იყო.

ბულვარული მედია ადრეც წერდა, რომ დევიდ ბექჰემს ყელში ქონდა ამოსული მისი მომღერალი ცოლის, ვიქტორია ადამს-მექჰემის მუდმივი კონტროლი და ცოლთან დაშორება გულში ქონდა ამოჭრილი. მაგრამ, თუკი დევიდი მთელს მსოფლიოს ლეგენდარულ მსახობთან ფლირტზე აალაპარაკებდა - ამას კი მართლა ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. ისე, თუკი ეს წყვილი მართლა შედგა, პოპულარობის მხრივ მთელს დუნიაზე არ ეყოლება ბადალი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129815