ფეხბურთი

2:04 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: სანამ საქმეში ბობოლები ჩაერთვებიან

მე-19 ტურის მთავარი ამბები, ესპანურ პრიმერაში კვირას მოხდება: „ატლეტიკო“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს, „სევილია“ ბილბაოში „ატლეტიკს“ ეწვევა, „ბარსელონა“ „ეიბარს“ იწვევს, „რეალი“ კი სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრება.

შაბათს კი, კატალონიურ-ბასკური დაპირისპირება მშვიდბით დამთავრდა. „ჟირონა“ უკვე მე-12 წუთზე დაწინაურდა „ალავესთან,“ კრისტიან სტუანის გოლით. თუმცა, მეორე ნახევრის დასაწყისში, სტუმარმა ბორხა გონსალესმა გაათანაბრა და შეხვედრაც 1:1 დამთავრდა.

„ჟირონა“ ახლა 24 ქულით ცხრილში მერვე ადგილზეა. „ალავესი“ კი მეოთხე საფეხურზე დგას. მაგრამ, თუ კვირას „რეალი“ სევილიაში წარმატებით ითამაშებს, ბასკებს ერთი საფეხურით დაქვეითება მოუწევთ.

ამავე ანგარიშით დამთავრდა „ვალენსია“ – „ვალიადოლიდის“ შეხვედრაც. აქ სიუჟეტის კვანძი ბოლო 20 წუთში გაიხსნა. მასპინძლები დანიელ პარეხოს გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, დამთავრებამდე 8 წუთით ადრე, ვალიადოლიდელმა რუბენ ალკარასმა გაათანაბრა. საინტერესოა, რომ 54-ე წუთზე ვალენსიელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ როდრიგოს მეკარე ხორდი მასიპმა აჯობა.

დრამატულად წარიმართა დღის გვიანი შეხვედრა „ვილიარეალსა“ და „ხეტაფეს“ შორის. სამივე ბურთი ხეტაფელებმა გაიტანეს - ორი მეტოქის, ერთიც საკუთარ კარში. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 52-ე წუთზე „ხეტაფეს“ შემტევმა, ხორხე მოლინამ გახსნა ანგარიში. მერე ლეანდრო კაბრერამ ავტოგოლით „გამოიჩინა თავი.“

ბოლოსწინა წუთზე სტუმარმა როდრიგეს ანხელმა ისევ დააწინაურა თავისიანები. კომპენსირებულ დროში კი მასპინძლებს ქულის გადარჩენის შანსი მიეცათ, მაგრამ კამერუნელმა კარლ ტოკო ეკამბიმ ცუდად დაარტყა. „ხეტაფემ“ 1:2 გაიმარჯვა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-19 ტური. 12 იანვარი

ლეგანესი - უესკა 1:0

1:0 ენ-ნესირი (74)

ვალენსია - ვალიადოლიდი 1:1

1:0 პარეხო (71), 1:1 ალკარასი (82)

54-ე წუთზე როდრიგომ (ვალენსია) პენალტი ვერ გაიტანა

ჟირონა - ალავესი 1:1

1:0 სტუანი (12), 1:1 ბასტონი (51)

ვილიარეალი - ხეტაფე 1:2

0:1 მოლინა (52), 1:1 კაბრერა (76, საკ. კარში), 1:2 ანხელი (89)

90+2 წუთზე ეკამბიმ (ვალენსია) პენალტი ვერ გაიტანა

11 იანვარი

რაიო ვალეკანო - სელტა 4:2

1:0 დე ტომასი (4), 1:1 არაუხო (13), 1:2 გომესი (18, პენ), 2:2, 3:2 დე ტომასი (37, 77), 4:2 ბებე (90+1)

0.1304