ფეხბურთი

18:30 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ ლუკა: "ტორპედოსთვის" მაქსიმუმს გავიღებ"

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა რიჩარდ ლუკამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 21 წლის ბრაზილიელმა კლუბის ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ ბედნიერია ახალი გამოწვევით და გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს.

„ტორპედოში“ ახალი გამოწვევებისთვის გადმოვედი, მინდა ჩემპიონი ვიყო, უკეთესი გავხდე და გუნდთან ინტეგრირება მალე მოვახერხო. რაც შეეხება ქალაქს, მოვიძიე ინფორმაცია და ძალიან მომწონს ქუთაისი, აქაური კულტურა, ყელაფერი. ხალხიც შესანიშნავია. თუმცა, ქართული ენის შესწავლა ვფიქრობ გამიჭირდება, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ძალიან ბედნიერი ვარ.

„ტორპედოს“ რაც შეეხება, როგორც ვიცი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო. ვიცი, რომ მწვრთნელი ჩემზე იმედს ამყარებს და მეც მაქსიმუმს გავიღებ „ტორპედოსთვის“, - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ, რიჩარდ ლუკა „ტორპედოს“ მექსიკური „ტიგრეს უნალიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

0.145191