ფეხბურთი

0:35 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას გოლი საუკეთესოა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ზარანდია „არკაში“ გამოარჩიეს. „არკას“ 2018 წლის საუკეთესო გოლი სწორედ ჩვენებურის გატანილი ბურთი გახდა, რომელიც პოლონეთის სუპერთასზე „ლეგიას“ გაუტანა.

ზარანდიამ გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების უმრავლესობა, კერძოდ, 32% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ მეორე ადგილზეც ზარანდიას გოლი გავიდა 19%-ით, რომელიც „კორონას“ პოლონეთის თასზე გაუტანა. მესამე ადგილი კი მატეუშ მლინსკიმ დაიკავა (15%).

Loading...
0.140892