ფეხბურთი

23:19 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო გვილია პოლონეთში გადავიდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონურ „გორნიკ ჟაბრჟეში“ ოფიციალურად გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელი პოლონეთში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

„ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველა გუნდში, სადაც აქამდე იყო, რეგულარულად თამაშობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. საქართველოს ნაკრების მუდმივი წევრია და მას ჩვენთან მოსვლა უნდოდა. გვჯერა, რომ გაზაფხულზე გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება“, - განაცხადა არტურ პლატეკმა, რომელიც გუნდის ტრანსფერებზეა პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, გვილიას „ლუცერნთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შვეიცარიაში დაბრუნება 6-თვეში მოუწევს. „გორნიკ ჟაბრჟე“ კი პოლონეთის ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 20 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11827