ფეხბურთი

23:38 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსმა და სილესენმა სიმულაცია ერთდროულად დაიწყეს (+VIDEO)

ესპანეთის სამეფო თასზე "ბარსელონამ" "ლევანტესთან" (1:2) წააგო და კვალიფიცირება "კამპ ნოუზე" გასამართი საპასუხო მატჩისთვის გადადო. თუმცა, "ბლაუგრანამ" ამ შეხვედრაში სხვა ფაქტის გამო მიიქცია ყურადღება.

პირველი ტაიმის ბოლოს, კატალონელთა ფეხბურთელებმა, სერხიო ბუსკეტმა და იესპერ სილესენმა მასპინძელთა კუთხურის დროს სიმულაციას ერთდროულად მიმართეს.

არადა, "ლევანტეს" წევრი ჩემა, არათუ ორივეს, არამედ არცერთს შეხებია. ყოველშემთხვევაში ისე მწვავედ, როგორც ამას "ბარსელონას"ფეხბურთელები აპელირებდნენ. ისე გამოვიდა, რომ ბუსკეტსმა და სილესენმა თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121613