ფეხბურთი

20:04 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ესპანელი ახალწვეული

„დინამო თბილისმა“ ესპანელი შემტევის ფრანსისკო კარბია ბარერას, უბრალოდ ფრან კარბიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

26 წლის ფრან კარბია ბოლო 2013 წლიდან ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ „რეუსში“ თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა რანგით მეორე დივიზიონში (13-ჯერ ძირითადში იყო) და 1 გოლი გაიტანა (1 სექტემბერს, „ელჩესთან“). საფეხბურთო კარიერა ტარაგონას „ხიმნასტიკში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109906