ჩოგბურთი

13:41 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელცის ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-19 ნომრად არის განთესილი, კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, რეიტინგის 171-ე ნომერს, ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკს დაუპირისპირდება.

კრისტოფერი 22 წლისაა და მის პლუსად კარგი ჩაწოდება ითვლება. მას კარიერის მანძილზე ორი ჩელენჯერის ტურნირი აქვს მოგებული. საკვალიფიკაციო ეტაპზე ეუბანკმა სამი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

ნიკა და კრისტოფერი კარიერაში პირველად ხვდებიან. მატჩის ზუსტი დრო ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ 14 იანვარს გაიმართება.

Loading...
0.125293