ფეხბურთი

12:46 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ისკოს შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი,“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ისკოს შეძენას აპირებს - გვამცნობს იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო. წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა 26 წლის ესპანელ შუახაზელთან, ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

ტრანსფერი შეიძლება ზამთარშივე გაიჩარხოს, მაგრამ უფრო რეალური ხელშეკრულების ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელება ჩანს.

მიმდინარე სეზონში ისკომ „რეალის“ მაისურით 20 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

„სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მას 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109553