ფეხბურთი

11:51 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ზაფხულში ლოსანოს გადაბირებას შეეცდება

პსვ-ს ნიჭიერი შემტევი, ირვინ ლოსანო, ზაფხულში, შესაძლოა, სერია A-ში გადაბარგდეს - გვამცნობს ნეაპოლური კლუბის ოფიციალური „ტვიტერი.“ „ნაპოლი“ მრავალთაგან კიდევ ერთი კანდიდატია, რომელსაც 23 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა სურს.

იტალიური კლუბის წარმომადგენლები ლოსანოს აგენტს, მინო რაიოლას შეუთანხმდნენ და 20 იანვარს უნდა შეხვდნენ. ისინი შეეცდებიან, ფეხბურთელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბირებას. „ნაპოლის“ მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ლოსანო მაღალი დონის მოთამაშეა და მნიშვნელოვნად შეუძლია მათი თავდასხმის ხაზის გაძლიერება.

ამას წინათ, პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ვან ბომელმა, განაცხადა, რომ ლოსანო ზამთარში კლუბს არ დატოვებს. არადა, მექსიკელით, თურმე „რეალი,“ „ბარსელონა,“ „ატლეტიკო,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ჩელსი,“ „არსენალი,“ „ლივერპული,“ ევერტონი,“ „იუვენტუსი,“ „მილანი,“ „ინტერი“ და „დორტმუნდი“ ყოფილან დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116488