ფეხბურთი

3:09 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ყველაფერი აქვს თანამედროვე ფეხბურთისთვის" - ხარაბაძე "ციურიხის" ფეხბურთელია

ლევან ხარაბაძის „ციურიხში“ ტრანსფერი, როგორც მოსალოდნელი იყო, ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ შვეიცარიული გუნდისა და „დინამოს“ ვებგვერდი იტყობინება.

შეთანხმების თანახმად, ქართველი ფეხბურთელი „ციურიხში“ 1.5-წლიანი იჯარით ითამაშებს და შვეიცარიელებს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

„ლევან ხარაბაძე, სწრაფი, ტექნიკური და ხარისხიანი ფეხბურთელია. მას ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვისაა საჭირო“, - განაცხადა „ციურიხის“ სპორტულმა დირექტორმა თომას ბიკელმა.

შეგახსენებთ, ხარაბაძემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112959