ჭადრაკი

0:23 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტურუას და პეტრიაშვილის ცუდი სტარტი სომხეთში

სომხეთში სტარტი აიღო ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალმა, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკე – ზურაბ სტურუა (2533) და ნიკოლოზ პეტრიაშვილია (2479) ჩართული.

3 ტურის თავზე ჩვენებურთა მდგომარეობა არასახარბიელოა. სტურუას ათ მონაწილეს შორის 1.0 ქულით მე-8 ადგილი უკავია, პეტრიაშვილმა კი სამივე პარტია წააგო და ბოლო პოზიციაზეა. არადა, ზურაბი შეჯიბრზე რეიტინგით მეორეა, ნიკოლოზი კი – მე-5.
9 ტურად მიმდინარე მემორიალის მე-4 ტურში, რომელიც 11 იანვარს შედგება, სტურუა თეთრი ფიგურებით ლევონ ბაბულიანს (სომხეთი, 2488) ეთამაშება, პეტრიაშვილი კი შავებით – არტურ დავთიანს (სომხეთი, 2396).
ამ დროისთვის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ერთადერთი ქალი მონაწილე, მასპინძელი ანა სარგსიანია (2239) 2.5 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111926