სხვა

20:37 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს!

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულისთვის კიდევ ერთხელ იბრძვის. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 2018 წლის საუკეთესოთა გამოსავლენად ხმის მიცემა უკვე დაიწყო და 31 იანვარს დასრულდება.

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც საუკეთესოდ შარშანაც დაასახელეს, ნომინანტთა შორის კვლავ ფიგურირებს.

ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს და მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე
2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი
3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
4. მიუთითეთ ქვეყანა
5. მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი
6. ჩაწერეთ ველში ნაჩვენები პაროლი
7. დააჭირეთ ღილაკზე – VOTE!

ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში ერთხელ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118026