კალათბურთი

18:00 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპანიკოლაუ ტურის მოთამაშედ აღიარეს

პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ბერძენი ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ საკალათბურთო ევროლიგის მე-17 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ესპანურ “ბასკონიასთან” მოგებულ (91:87) მატჩში პაპანიკოლაუმ 22 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 31-ს გაუტოლდა.
ამ უკანასკნელ კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებელი (33) იტალიური “მილანის” ამერიკელ უკანახაზელ მაიკ ჯეიმსს ჰქონდა, თუმცა, მისმა გუნდმა კატალონიურ “ბარსელონასთან” წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114037