კალათბურთი

1:17 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის რვიანები “მაკაბისთან”

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგის მორიგ ტურში თელ ავივის “მენორა მივტახიმ არენაზე” ითამაშა და ადგილობრივ “მაკაბისთან” 76:81 წააგო, 19 წლის ქართველი ცენტრი კი, 5 პერსონალური ფოლის მიღებამდე, ჩვეულად აქტიურად ირჯებოდა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:25 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის პოდგორიცელთა რიგებში მხოლოდ ნორის კოულს (27) ჩამორჩა. ამერიკელმა უკანახაზელმა, რომელიც ნბა-ს 2-გზის ჩემპიონი გახლავთ, 25 ქულა ჩააგდო.
“ბუდუჩნოსტს” 3 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავაც მხოლოდ სტამბულის “დარუშაფაკას” უსწრებს, რომელსაც 11 იანვარს მონტენეგროში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105829