ფეხბურთი

16:52 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი "რუბინში" გადავიდა

თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„ლოკომოტივსა“ და დავითაშვილს შორის ხელშეკრულება მიმდინარე თვეში ამოიწურა და ფეხბურთელმა ყაზანურ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

17 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ 2018 წელს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს.

0.129931