ფეხბურთი

1:25 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" 16 წლის ფეხბურთელმა ითამაშა (+VIDEO)

„ლივერპული“ ინგლისის ასოციაციის თასზე „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდა და ამ მატჩში 16 წლის ფეხბურთელმა ითამაშა. შეხვედრის მე-5 წუთზე „წითლების“ ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.

მის ნაცვლად თამაშში კი-ჯანა ჰოევერი ჩაერთო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის გახლავთ. ის „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ასოციაციის თასზე უთამაშია.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ აკადემიაში 2018 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ მოხვდა და მთავარ გუნდში დებიუტი სწორედ „ვულვზთან“ მატჩში ჰქონდა. აქვე გეტყვით, რომ "ლივერპული" აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა (1:2) და ასოციაციის თასს გამოეთიშა.

სტატისტიკა
0.312395