ჩოგბურთი

21:00 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიშიკორიმ წარუმატებელი სერია შეწყვიტა

დაახლოებით სამი წლის წინ მემფისში კეი ნიშიკორმა მე-11 ტიტული მოიპოვა და იაპონელ ჩოგბურთელს წარუმატებელი სერია ბრიზბენის ტურნირზე შეწყვიტა. ნიშიკორიმ ფინალურ შეხვედრაში დანიილ მედვედევი 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა.

ნიშიკორი გახდა პირველი იაპონელი ჩოგბურთელი, რომელმაც ბრიზბენის ტურნირი მოიგო. კეი აღნიშნული ტურნირის ფინალში პირველად 2016 წელს გავიდა, თუმცა გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა.

ბრიზბენში გამარჯვების შედეგად ნიშიკორიმ 250 სარეიტინგო ქულა და 90,990 დოლარი გამოიმუშავა. მედვედევმა კი 150 ქულა და 49,205 დოლარი დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116585