ჩოგბურთი

10:51 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონის მეექვსე ტიტული რეკორდულ მატჩში

კევინ ანდერსონმა ქალაქ პუნაში გამართული ტურნირის ფინალში ივო კარლოვიჩი 7:6, 6:7, 7:6 დაამარცხა და კარიერაში მეექვსე ATP-ის ტიტული მოიპოვა. გასულ წელს სამხრეთაფრიკელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მატჩში ჟილ სიმონთან წააგო.

კარლოვიჩის და ანდერსონის შეხვედრა ATP-ის ტურნირების ისტორიაში რეკორდული იყო, რადგან ფინალში ყველაზე მაღალი ჩოგბურთელები დაუპირისპირდნენ, ხორვატის სიმაღლე 2.11 მეტრია, ხოლო ანდერსონის - 2.03მ. აღნიშნულმა წყვილმა 2013 წელს ატლანტის ფინალის შედეგი გააუმჯობესა, მაშინ ანდერსონის მოწინააღმდეგე ჯონ იზნერი (2.08მ) იყო.

შედეგად, აღნიშნულ ფინალში ანდერსონმა საკუთარ მოწოდებაზე 88%-იანი (57/65) შედეგი დააფიქსირა, ხოლო კარლოვიჩმა 89% (74/83). ასევე, სამხრეთაფრიკელმა 21 ეისი მოაწოდა, ხოლო ხორვატმა აუღებელი დარტყმა 36-ჯერ შეასრულა. მატჩში არცერთი ბრეიკი დაფიქსირდა. მესამე სეტის ტაიბრეიკზე კი ივოს კარგი შანსი ჰქონდა მატჩი მოეგო, რადგან 5:2-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ხუთი გათამაშება დათმო და ანდერსონმა წინა წელს დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა.

ტურნირის მოგებით ანდერსონმა 250 სარეიტინგო ქულა და 90,990 დოლარი გამოიმუშავა. წინა წლის ფინალის გამო ანდერსონმა 150 სარეიტინგო ქულა დაიცვა და მიმდინარე კვირაში მხოლოდ 100 ქულა დაემატა, საბოლოოდ ანდერსონს 4810 ქულა აქვს და კვლავ მეექვსე ადგილზეა. კარლოვიჩი კი ბოლო პერიოდში რეიტინგში სერიოზულად დაქვეითდა. პუნაში ივომ 150 ქულა გამოიმუშავა, განახლებულ რეიტინგში კი ხორვატი 31 ადგილით დაწინაურდება და 69-ე პოზიციაზე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113434