ფეხბურთი

12:12 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სწრაფი და ტექნიკურია" - "ბეერსხოტმა" ბუღრიძის ტრანსფერი დაადასტურა

საჩხერის „ჩიხურას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ბუღრიძე კარიერას „ბეერსხოტში“ რომ გააგრძელებდა, ამის შესახებ ორიოდ დღის წინ გიამბეთ. ახლა კი ეს ინფორმაცია ბელგიური გუნდის ვბეგვერდმაც ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი მურსიაში ჩავიდა, სადაც გუნდი შეკრებაზე იმყოფება. ესპანეთში ქართველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 1.5+2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

„ირაკლი ძლიერი, სწრაფი და ტექნიკურია. მას ნამდვილად შეუძლია ჩვენი გუნდის გაძლიერება. ის, რაც აქამდე ვნახე, ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდეც ძალიან ახალგაზრდაა და „ბეერსხოტი“ მისთვის დიდი ნაბიჯია. ამიტომ, დრო უნდა მივცეთ“, - განაცხადა მთავარი მწვრთნელის სტინ ვრევენის ასისტენტმა ერნან ლოსადამ.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში და ძალიან მოტივირებული ვარ. მქონდა სხვა ვარიანტები მაგალითად ავსტრიიდან და რუსეთიდან, მაგრამ ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ „ბეერსხოტი“ ავირჩიე, რომელიც ჩემთვის იდეალური გუნდი იქნება. მინდა, გავიზარდო, მაგრამ დრო მჭირდება ადაპტირებისთვის და საუკეთესო ფორმაში შესასვლელად“, - ციტირებს ბუღრიძის სიტყვებს „ბეერსხოტის“ ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლის ბუღრიძემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. „ბეერსხოტი“ კი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს, სადაც მეორე ადგილზეა და მთავარ, იუპილერ ლიგაში აღზევების კარგი შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059888