ფეხბურთი

11:15 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი სერია A-ში ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ კაპიტანი დიეგო გოდინი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, უურგვაელ ფეხბურთელსა და იტალიურ გუნდს შეთანხმება უკე შედგა.

გოდინი „ინტერს“ ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და გუნდთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების 1 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივება მხარეების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.

მოგეხსენებათ, გოდინს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გახანგრძლივებაზე უარი რამდენჯერმე თქვა. შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ მადრიდს დატოვებს.

32 წლის დიეგო გოდინი „როხიბლანკოს“ ღირსებას 2010 წლიდან იცავდა. იქამდე კი სახელი „ვილიარეალში“ თამაშით გაითქვა. „ინტერმა“ გოდინისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და თანაქალაქელ „მილანს“ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135345