ფეხბურთი

0:53 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიახლეები ბოლნისიდან

საფეხბურთო კლუბი "სიონი" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს – მცველმა გულვერდ თომაშვილმა, ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ და თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ.

შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთანაც.

ბოლნისელთა პრესსამსახურისვე ცნობით, კლუბში აღარ ითამაშებენ გიორგი დათუნაიშვილი და გურამ მინდორაშვილი, რომლებთან კონტრაქტებიც დეკემბერში ამოიწურა და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116039