ფეხბურთი

21:58 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პაკეტა "მილანის" ფეხბურთელია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "ფლამენგოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ლუკას პაკეტა ოფიციალურად "მილანის" ფეხბურთელი გახდა. როგორც "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი გუნდს 2023 წლის ივლისამდე დაეხმარება.

ფეხბურთელი გუნდს საწვრთნელ ბაზაზე 7 იანვარს შეუერთდება, ხოლო პაკეტას წარდგენა 8 იანვარს გაიმართება.

ლუკასი "ფლამენგოს" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. აღნიშნული გუნდის მაისურით პაკეტამ 65 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში შემტევ ნახევარმცველს დებიუტი 8 სექტემბერს, აშშ-თან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115227