ფეხბურთი

20:54 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი "მარსელში" გადასვლასთან ახლოსაა

იტალიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შესაძლოა "მარსელში" გადავიდეს. ფეხბურთელი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს და ამის შემდეგ შეძლებს ახალ გუნდში გადასვლას. ინფორმაცია Sky Italy ავრცელებს.

ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "ნიცას" რიგებში მარიო 2016 წლიდან თამაშობს და 76 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი.

0.120519