ფეხბურთი

18:59 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას "მალიორკაში" იწვევენ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდი შეიცვალოს. ესპანური გამოცემები წერენ, რომ 24 წლის ქართველ ფეხბურთელს „მალიორკა“ ეპატიჟება.

საინტერესოა, რომ „მალიორკას“ ვისენტე მორენო წვრთნის, რომელიც აბურჯანიას შესაძლებლობებს კარგად იცნობს. სწორედ მორენო იყო „ხიმნასტიკის“ მწვრთნელი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ნახევარმცველი გახლდათ 2015-2016 წლების სეზონში. შედეგად, სწორედ ეს გარემოება ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

„მალიორკას“ მოლაპარაკებების გამართვა „სევილიასთან“ მოუწევს, რადგან აბურჯანია სწორედ ანდალუზიური გუნდის საკუთრებაშია. მიმდინარე სეზონში გიორგიმ „ლუგოს“ მაისური 10-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა. თუმცა, ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

რაც შეეხება „მალიორკას“ - იყო დრო, როცა ლა ლიგის უცვლელი წევრი და გრანდებისთვის უხერხული მეტოქე გახლდათ. მაგრამ ბოლო დროს კრიზისშია და ლა ლიგაში აღზევებას ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში კუნძულელები 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მერვე ადგილზე არიან და პლეი-ოფის ზონას ორი ქულა აშორებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111111