კალათბურთი

14:01 | 1.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია 3-4 კვირა იუქმებს

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში დაშავდა, მოედანზე გასვლას 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შესძლებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანური “ბასკონიას” ლიდერი მადრიდის “რეალთან” მატჩში არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს შეეჯახა და მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა, შენგელიას ფიზიოთერაპიის კურსის გავლა სჭირდება და დაახლოებით 1-თვიანი იძულებითი დასვენება მოუწევს, რაც ბასკური კლუბისთვის დიდი დანაკლისია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ლეგიონერმა მცირე ხნის წინ ცხვირის ტრავმაც მიიღო და “რეალთან” შეხვედრაში სპეციალური ნიღბით თამაშობდა, მოკლედ, წლის მიწურული თოკოსთვის ძალიან დანავსული გამოდგა.

ცნობისთვის, ევროლიგის მიმდინარე სეზონში შენგელიას საშუალო მონაგარი 12.7 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.0 პასი და 1.2 ჩაჭრა გახლდათ, ესპანურ ლიგა ენდესაში კი, სარგებლიანობის საშუალო მაჩვენებლის (19.5) მიხედვით პირველ ადგილზე იმყოფება.

0.115208