ჭადრაკი

11:40 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ჯოჯუამ იმარჯვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დავით ჯოჯუამ (2512) საქართველოს თასის გათამაშებაზე სწრაფ ჭადრაკში დამაჯერებლად იმარჯვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჯოჯუამ 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და 1 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ დავით მაღალაშვილს (2485).
6.5 ქულა მიითვალა და უკეთესი კოეფიციენტის წყალობით, მე-3 საპრიზო პოზიცია დაიკავა ნოდარ ლორთქიფანიძემ (2313). მან ზურაბ სტურუას (2459), პირველ ნომრად განთესილ გიგა ყუფარაძესა (2629) და გიორგი სიბაშვილს (2309) აჯობა.
ქალთა ჩათვლაში 6 ქულით პირველობა არავის დაუთმო ალექსანდრა ვახანიამ (2174), ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს ინგა ჭარხალაშვილმა (2363) და სოფიკო ტერელაძემ (2175).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134502