ფეხბურთი

2:48 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას ორი არჩევანი - ყაზახეთი და მოლდოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ლუცერნს“ დატოვებს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 24 წლის ჩვენებური.

ყაზახური გამოცემა prosports-ი იტყობინება, რომ გვილიას ორი გუნდი ეპატიჟება - ყაზახური „ტობოლი“ და ტირასპოლის „შერიფი“. ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს „ლუცერნის“ დატოვება არ სურს.

და მაინც, არცთუ დიდი ხნის წინ „ლუცერნის“ სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ გვილია გუნდის მთავარი მწვრთნელის რენე ვეილერის სისტემაში ვერ ჯდება და შესაბამისად, სწორედ ამიტომ, დიდი შანსია გუნდი დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ „ტობოლში“ უკვე ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრები, თანაც გვილიას პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები - ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი.

მიმდინარე სეზონში გვილიამ „ლუცერნის“ რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (მოქმედ ჩემპიონ „იანგ ბოიზთან“). საერთოდ, ვაკო შვეიცარიულ გუნდს ერთი წლის წინ შეუერთდა და თუ გასული სეზონის მეორე ნახევარში გუნდის ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111987