ფეხბურთი

23:57 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რა შუაშია პაულო კოელიო „ლივერპულთან“?

ცნობილ მწერალს, პაულო კოელიოს, აქვს ერთი ფილოსოფიური პასაჟი, თავის ალეგორიულ რომან „ალქიმიკოსში“: იცოდე, თუ ძალიან მოინდომებ და გეყვარება, მთელი სამყარო შენს გვერდით დადგება და საწადელს აუცილებლად მიაღწევო - წერს გენიალური ბრაზილიელი.

კოელიოს მითები და ძველი, მტვრიანი ამბები უყვარს. მაგრამ, ვგონებ, წლევნადელ სეზონში, „ლივერპულს“ სწორედ „კოელიოს სინდრომი“ სჭირს. რაც ბოლო ორ ტურში მოხდა, ალბათ ან ფანტასტიკის სფეროდანაა, ან სანტა კლაუსის საშობაო მამაძაღლობები. თორემ, მისი კონკურენტები ასე მიჯრით კარგავდნენ ქულებს, ძალიან უცნაურია.

„სიტიმ“ ზედიზედ ორი თამაში წააგო. აი, „ტოტენჰემიც“ წამოიჩიტა ბოლო დროს, მაგრამ დღეს შერცხვა და უმნიშვნელოვანესი, ეგებ საჩემპიონო ქულებიც დაკარგა.

„ლივერპული“ კი თავიდან აგებდა „არსენალთან,“ მაგრამ მერე ისეთები მოუწყო, ეგებ მართლაც ტიტულსაც სერიოზულად შეეთამაშოს 28 წლისთავზე.

ყველაფერი ხუთწუთიან მონაკვეთში გადაწყდა. მე-11 წუთზე „მეთოფე“ ეინსლი მეიტლენდ-ნაილსმა გახსნა ანგარიში და „ენფილდზე“ ვითარება უკიდურესად დაიმუხტა, მაგრამ მაშინვე, ორწუთიან მონაკვეთში ფირმინომ ორჯერ დაამწუხრა სტუმრები და თამაშის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყდა. განსაკუთრებით ეფექტური, ბობის მეორე გოლი გახლდათ, სადაც მან თავისი ბრაზილიელობა სრულფასოვნად გაიხსენა.

მერე კი ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო, უკვე დაბნეულ სტუმრებს მერსისაიდელებმა კიდევ სამჯერ გაუტანეს და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს. ფირმონომ ჰეთ თრიქიც გაიფორმა. მერე სტატისტიკოსებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ თურმე „არსენალს“ „ენფილდზე“ ბოლო ექვს შეხვედრაში 22 ბურთი გაუშვია.

მანამდე კი „ტოტენჰემმა“ „ივაჟკაცა.“ შინ „ვულვერჰემპტონთან“ 1:3 წააგო, ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა და საახალწლოდ ერთობ ცუდ გუნებაზე გავიდა. არადა, იგებდნენ, ჰარი კეინმა გახსნა ანგარიში და პირველი ტაიმიც ასე დამთვრდა. მაგრამ დიწყო მეორე და „პორტუგალიურმა სათვისტომომ“ ისეთი ფეხბურთი ითმაშა, აღფრთოვანებას რომ იმსახურებს. შესაშური ორგანიზებულობა და კონცენტრაცია გამოავლინეს, მრისხანე მასპინძლებს სამი გოლი გაუტანეს და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში უხერხულადაც დიდი იქნებოდა.

ახლა, „ლივერპულს,“ 3 იანვარს, „სიტისთან“ სტუმრობა ელის და თუ იქაც არ დამარცხდა...

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-20 ტური. 29 დეკემბერი

ლივერპული - არსენალი 5:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 326

0:1 მეიტლენდ-ნაილსი (11), 1:1, 1:2 ფირმინო (14, 16), 1:3 მანე (32), 1:4 სალაჰი (45+2, პენ), 1:5 ფირმინო (65, პენ)

ლივერპული: ალისონი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი (კლაინი 84), ალექსანდერ-არნოლდი, ვეინალდუმი (ლალანა 78), ფაბინიო, შაჩირი, ფირმინო, სალაჰი, მანე (ჰენდერსონი 62)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

არსენალი: ლენო, ლიხტშტაინერი, პაპასტატოპულოსი, მუსტაფი (კოშელნი 46), კოლაშინაცი (გენდუზი 81), რემზი, ჯაკა, ივობი, მეიტლენდ-ნაილსი, ტორეირა, ობამეიანგი (ლაკაზეტი 71)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: რობერტსონი (26); ჯაკა (33), ლიხტშტაინერი (90+3)

ტოტენჰემი - ვულვზი 1:3

ლონდონი. „უემბლი.“ 46 356

1:0 კეინი (22), 1:1 ბოლი (72), 1:2 ხიმენესი (84), 1:3 კოშტა

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, დევისი, სანჩესი, სისოკო, ერიკსენი, ალი (მოურა 68), ვინკსი, სონი, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვულვზი: რუი პატრისიუ, ბენეტი, ბოლი, დოერტი, კოადი, კასტრო, დენდონკერი (მოუტინიუ 69) , ნევეში, კავალეირუ (გიბს-უაიტი 85), ხიმენესი, ტრაორე (კოშტა 59)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: დევისი (16), ერიკსენი (42), კეინი (81); კასტრო (81), ხიმენესი (84)

ბრაიტონი - ევერტონი 1:0

1:0 ლოკადია (61)

ლესტერი - კარდიფი 0:1

0:1 კამარასა (92+2)

76-ე წუთზე მედისონმა (ლესტერი) პენალტი ვერ გაიტანა

უოტფორდი - ნიუკასლი 1:1

0:1 რონდონი (29), 1:1 დუკურე (82)

ფულემი - ჰადერსფილდი 1:0

1:0 მიტროვიჩი (90+1)

81-ე წუთზე კამარამ (ფულემი) პენალტი ვერ გაიტანა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062043