ფეხბურთი

22:44 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელს" ელ ჰადადის დამატება სურს

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მარსელი" კატალონიის" ბარსელონას" თავდამსხმელის მუნირ ელ ჰადადის დამატებას შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია Mundo Deportivo-მ გაავრცელა.

ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ელ ჰადადის გადაბირებით "ალავესი", "ვესტ ჰემი" და "სევილია" არიან დაინტერესებულნი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ ევროს ითხოვენ კატალონიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ.

მუნირმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114229