ფეხბურთი

21:00 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

2012 წლის შემდეგ პირველად: 'რეინჯერსმა" "სელტიკი" დაამარცხა (+VIDEO)

შოტლანდიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "რეინჯერსმა" "სელტიკი" რაიან ჯეკის გოლის მეშვეობით 1:0 დაამარცხა. "რეინჯერსმა" 2012 წლის შემდეგ პირველად შეძლო გლაზგოურ დერბიში გამარჯვება.

"რეინჯერსმა" 6 წლის წინ მეტოქე შინ 3:2 დაამარცხა, თუმცა მას შემდეგ ჩატარებულ 16 შეხვედრაში გამარჯვება ვერ შეძლო. აღნიშნული მოგებით სტივენ ჯერარდის გუნდი პრემიერშიფში 42 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე ასევე 42 ქულით "სელტიკია", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112386